Accessibility links

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე უცხოეთიდან საქართველოში 6 სპეცრეისის განხორციელება იგეგმება


უცხოეთიდან საქართველოში მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში, 22 მაისის ჩათვლით 6 სპეცრეისი შესრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თანახმად, ეს რეისებია:

9 მაისი - თბილისი-ბერლინი-თბილისი

12 მაისი - თბილისი-ლონდონი-თბილისი

15 მაისი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, ამ რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები ამერიკის კონტინენტიდან

18 მაისი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი

20 მაისი - თბილისი-ათენი- თბილისი

22 მაისი - თბილისი-რომი-თბილისი

საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნება მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა რეგულარული ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ისინი სამშობლოში რეგულარული რეისებით დაბრუნდებიან.

მინისტრმა 8 მაისს მედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკაც გააცნო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ, დღევანდელი მონაცემებით, 10 000-ს გადააჭარბა, მათ შორისაა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2828 მოქალაქე.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული გეგმის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით სულ 61 სპეციალური ავიარეისი განხორციელდა, მათ შორის პირველი რეისი იტალიიდან 10 მარტს შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG