Accessibility links

ინაშვილი: შეთანხმებაში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები უგულავას გათავისუფლებასაც გულისხმობდნენ


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი იმ მიზეზით არ მოაწერა, რომ "სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები", მისი აზრით, ერთ-ერთ პუნქტად გიგი უგულავას გათავისუფლებას აყენებდნენ. ამის შესახებ მან კომენტარი ფეისბუკით გაავრცელა.

"[შეთანხმების მეორე] პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო ქართული ოცნები ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო ქართულმა ოცნებამ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ", - ამბობს ინაშვილი.

დღეს, 11 მაისს პარტიებს შორის საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "ქართული ოცნების" ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალებს ზედმიწევნით ასრულებს. ოპოზიციის მხრიდან დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნა კი საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. მან მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებს სთხოვა, დაადასტურონ, რომ მმართველ პარტიას არ აუღია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG