Accessibility links

ბესელიას თქმით, თუ მისი ხმა გადამწყვეტი იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე იფიქრებს


საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აბსოლუტურად გვესმის იმის, ვინც ამბობს, რომ ხმას არ მისცემს კონსტიტუციურ ცვლილებას და ჩემიც - თუ ეს ხმა გადამწყვეტია და ვერ აგროვებს საჭირო რაოდენობას, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე დეპუტატმა მივცეთ ხმა“, - თქვა მან.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თანხმდება, რომ თუ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ციხეში დარჩებიან, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს 8 მარტს მმართველ პარტიასთან შეთანხმების დროს ერთ-ერთი საკითხი იყო. საპირისპიროს ამტკიცებენ უმრავლესობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG