Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანის თქმით, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთგული რჩება


საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ მისი პარტია 8 მარტის შეთანხმების ერთგული რჩება. ამ შეთანხმებით საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩართულობით საარჩევნო საკითხები უნდა შეიცვალოს.

"შეთანხმების დეტალები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს... საუბარი იმაზე, რომ, ვინაიდან დღეს სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, ეს შეიძლება გახდეს ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია", - ამბობს კახიანი.

მანვე დღეს, 18 მაისს, აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლომ დღეს, 18 მაისს იმსჯელა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღნიშნა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ის პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG