Accessibility links

გიგი უგულავა: ლოგიკურია, ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ ამაზე ოპოზიცია უნდა შევთანხმდეთ


თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარების საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს, რათა მათი ხმები არ გაიყოს. მისი თქმით, ლოგიკურია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ ის იყოს. ამის შესახებ მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მე, მაღალი ალბათობით, ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეჯერდებიან ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ამიტომ მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი", - თქვა მან.

დღეს, 18 მაისს, ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG