Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელი პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან მომავალ გზაზე გარდაიცვალა


"წითელი ჯვრის" ავტომანქანა ერგნეთში (საარქივო ფოტო)
"წითელი ჯვრის" ავტომანქანა ერგნეთში (საარქივო ფოტო)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს არ აძლევდა ე.წ. საზღვარზე პაციენტის გადაყვანის უფლებას.

ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა. ჯუმბერ მილაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია.

ჯუმბერ მილაძეს საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი უწოდა ახალგორის რაიონის ლეგიტიმურმა გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG