Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გადმოვიდა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, საოკუპაციო მავთულხლართთან დაუდგენელი პირები გამოჩნდნენ და ღობეებთან ბუჩქნარის ჩეხვა დაიწყეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ოკუპირებული ტერიტორიიდან შევიდნენ და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში საქმიანობდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ამის შემდეგ დაუდგენელმა პირებმა დატოვეს ტერიტორია და ოკუპირებული დისევის მიმართულებით წავიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG