Accessibility links

პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილისთვის


ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე. 22 მაისი, 2020.

საქართველოს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გამოძიების მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ოჯახური დანაშაულის მსხვერპლისა და ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოჯახური დანაშაულის მსხვერპლისა და ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლემ, გიორგი ქაშაკაშვილმა პროცესი დახურა მედიისა და საზოგადოებისთვის.

პროცესის დახურვას, ასევე, მოითხოვდა ბასილაშვილის დაცვის მხარე, სპორტსმენის კარიერის გათვალისწინებით.

სპორტსმენი, სავარაუდოდ, 22 მაისს დააკავეს. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

23 მაისის საღამოდან მოყოლებული რადიო თავისუფლება ბასილაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში უშედეგოდ ცდილობდა.უწყებისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია დაკავებული ჩოგბურთელისა და მისი ბრალის შესახებ.

გუშინ ეს ინფორმაცია უარყო დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა: "არა, თქვენ მცდარი ინფორმაცია გაქვთ. არ ვიცი ამის შესახებ არაფერი და არანაირ ჩოგბურთელს არ ვიცავ", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.

ამავე თემაზე: ყოფილი ცოლის ცემისთვის ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG