Accessibility links

მაიკ პომპეო საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ:

"შეერთებული შტატების ხელისუფლების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს, როცა თქვენ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობთ.

აშშ-ს და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ერთობლივ ღირებულებებს და თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის დიდ სიყვარულს. აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული ერთიანობის ერთგული, და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მკაფიო არჩევანს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ აფასებს საქართველოს ძალისხმევას თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიაში. საქართველოს სამხედროები მამაცურად მსახურობენ, და ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში.

მომავალ წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამდიდრებას, იმ ფონზე, როცა საქართველო გაატარებს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელ სასამართლოზე დაფუძნებულ კანონის უზენაესობას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ძალისხმევას აღდგეს COVID-19-ის პანდემიისგან. ამჟამინდელის მსგავსი კრიზისები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის რეალურ სიღრმესა და მნიშვნელობას.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG