Accessibility links

აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით


საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის შენობასთან კარავი გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. იგი ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გოგა კოხრეიძის გადადგომას ითხოვს და მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

მილორავა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც გოგა კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აირჩიეს, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივ ინტერესს აღარ ატარებს და ამის ნაცვლად სახელისუფლებო დაკვეთას ასრულებს:

„საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა. მოვითხოვთ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს თანამდებობიდან გოგა კოხრეიძე. ამ მოთხოვნას აგრეთვე ემატება ყველა იმ ჟურნალისტის დაბრუნება, რომელიც დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა ან ჩამოაშორა საქმიანობას“, - ამბობს აქტივისტი ალექსანდრე მილორავა.

მისივე თქმით, გოგა კოხრეიძე დირექტორად მოსვლის დღიდან დევნის მაუწყებლის ყველა თანამშრომელს. მათ, ვინც აჭარის ტელევიზიაში ქმნიდა საინფორმაციო პოლიტიკას და იყო საზოგადოებრივი ინტერესის გამტარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG