Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრონტერას" საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს მთავრობა ნავთობის და გაზის კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, დროულად შეასრულოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ ხელმძღვანელების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე, რომელიც ამერიკული ინვესტიციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება.

„ჩვენ ყოველთვის მსგავს განცხადებას კომპანია ფრონტერას მხრიდან ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს იმიტომ, რომ მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟი“, - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, საარბიტრაჟო დავა დასრულდა საქართველოს სახელმწიფოს - ნავთობის და გაზის კორპორაციის და სააგენტოს სასარგებლოდ.

ეკონომიკის მინისტრმა „ფრონტერას“ მოუწოდა, გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG