Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე: შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ტალღაა


დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავისურისის ახალი შემთხვევები, როცა ინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ვირუსის მეორე ტალღაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან "ფორმულასთან" საუბრის დროს განაცხადა.

"ხუთი ახალი შემთხვევაა, ხუთივე თბილისში. სამწუხაროდ, ამ ხუთიდან ოთხის წყარო ნამდვილად ვერ დგინდება ჯერ. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი გამოვლენილია, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, გავალთ წყაროზე... პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ამასაც გავაჩერებთ", - თქვა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 828 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. მათგან 694 გამოჯანმრთელდა, ბოლო 5-მდე შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG