Accessibility links

აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარი გამოუყო რუსული აგრესიისგან ეფექტური თავდაცვისთვის


უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. თანხა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში გამოიყო.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ თანხის ნახევრის მიღება დამოკიდებული იყო სამხედრო სფეროში რეფორმების და ანტიკორუფციული ძალისხმევის პროგრესზე. ჯერ კიდევ მაისში, პენტაგონმა კონგრესს შეატყობინა, რომ უკრაინამ განახორციელა დამატებითი ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო რეფორმები.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მოხმარდება დამატებით მომზადებას, ტექნიკის შეძენას და კონსულტაციებს, რათა უკრაინამ უფრო ეფექტურად შეძლოს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა.

პენტაგონი უკრაინას უწოდებს რუსეთთან სტრატეგიული მეტოქეობის წინა ხაზზე მყოფ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს და ადასტურებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG