Accessibility links

უკრაინელი მინისტრი შეშფოთებულია მედიაში გავრცელებული ანტიდასავლური რიტორიკით


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება შემაშფოთებლს უწოდებს უკრაინული მედიით გავრცელებულ ანტიდასვლურ რიტორიკას, რაც ეწინააღმდეგება უკრაინელი ხალხის ინტერესებს.

კულებამ ასევე უარყო მოარული ხმები, უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალში ანტიდასავლური განწყობების შესახებ.

„ჩვენ აბსოლუტურად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინამ უნდა განაგრძოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზით სიარული და მე ვერ ვხედავ მინიშნებასაც კი ამ კურსიდან უკან დახევის ან მისგან გადახვევის შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის სიტყვებიც საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკაია პრავდას“ მოჰყავს.

12 ივნისს ჩრილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინას „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი მიანიჭა.

ამ სტატუსს უკვე ფლობენ ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, საქართველო და შვეცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG