Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არის სავალდებულო პირბადის ტარება - მთავრობამ ადგილების ჩამონათვალი დაადგინა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზურნიშვილის თქმით, მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც იმ დაწესებულებების ჩამონათვალი განისაზღვრა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მისი თქმით, ეს ადგილები იმის მიხედვით შეირჩა, სადაც მეტია გადადების რისკი.

მისი თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება ვრცელდება ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებების მისაღებზე. გარდა ამისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო შეხვედრების დროს, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

"შეხვედრებზე გამოსვლის დროს გამომსვლელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე, თუ მას შეუძლია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა", - თქვა მან.

პირბადის ტარების ვალდებულება გავრცელდება სავაჭრო ცენტრებზე, ლიფტებსა და სილამაზის სალონებზე. ჩამონათვალში მოხვდა საგანამანათლებლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

თუ წესი დაირღვევა ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.

პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება: 6 წლამდე ბავშვებზე; პირებზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ტარება; შშმ პირებზე. გარდა ამისა, გამონაკლისი გავრცელდება რიგ მიმართულებებზე, როგორიცაა ლოგოპეტის მომსახურება და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG