Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინთან სადეზინფექციო გვირაბის გავლით


კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოვო-ოგარევოს რეზიდენციის მისაღებში დააყენეს სპეციალური გვირაბი, რომლის კადრები რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა.

გვირაბი განკუთვნილია დეზინფექციისათვის და მასში გავლისას ადამიანი აღმოჩნდება სპეციალური სითხის მცირედისპერსულ ნისლში, რომელიც სადეცინფექციო ხსნარით ფარავს ტანისამოსს და სხეულის ღია ნაწილებს.

სადემონსტრაციოდ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ გვირაბში შესულ ადამიანებს უკეთიათ პირბადე, ხოლო სადეზინფექციო სითხე იფრქვევა ჭერიდან და გვერდითა კედლებიდან.

მოწყობილობა დაამზადა ქალაქ პენზაში დაფუძნებულმა კომპანიამ და მანვე გაავრცელა განცხადება სპეცმოწყობილობის დამონტაჟების შესახებ.

არპილის თვეში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყველა ვინც სახელმწიფოს მეთაურს ხვდება აბარებს ტექსტს COIVD-19-ზე. პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინმა მინიმუმამდე დაიყვანა პირისპირ შეხვედრების რიცხვი, თუმცა ასეთი პრაქტიკა სრულად არ გაუუქმებია. ამასთან, როგორც პესკოვი ამბობს, შეხვედრები ყოველთვის ტარდება სოციალური დისტანციის გულმოდგინე დაცვით.

თუმცა, როგორც ირკვევა, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრისათვის მხოლოდ სადეზინფექციო გვირაბის გავლა არ კმარა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სამხრეთი ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. გამარჯვების 75 წლისთავზე აპირებს მოსკოვში ჩასვლას, 10 ივნისიდან თვითიზოლაციაში იმყოფება დაბა ჯავაში.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად რუსეთში გამოვლენილია 545 ათასი ინფიცირებული, მათგან 7 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 294 ათასი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG