Accessibility links

6 კოვიდ-პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ ისევ უცნობია


ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია 6 პაციენტის ინფიცირების წყარო.

„6-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. ეს არის წინა შემთხვევები. ბოლო 5 რაც გამოვლინდა, ყველას წყარო ცნობილია“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით, ყველა ცნობილი კონტაქტი იზოლირებულია.

„თითქმის ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, ყველა შემთხვევის კონტაქტი არის იზოლირებული, არიან კარანტინში გადაყვანილი და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 893-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 8 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 739.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG