Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმა შექმნეს


სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა მოძრაობამ „ხალხისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დეპუტატმა ლევან კობერიძემ შექმნეს „ახალი პლატფორმა“ და მისი მემორანდუმის პუნქტებისადმი ერთგულება ხელმოწერით დაადასტურეს.

„ახალი პლატფორმა“ აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, არის გაერთიანება, რომელიც ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის პოლარიზებულ გარემოში ახალ შესაძლებლობებს აძლევს ხალხს და ქვეყანას:

„ჩვენი ამოცანა არის შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს.

ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევების გაერთიანებით შევქმნათ ისეთი ახალი დღის წესრიგი, რომელზეც ავაშენებთ წარმატებულ და თავისუფალ საქართველოს“, - მემორანდუმის პრინციპები მედიას ანა დოლიძემ გააცნო.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი არ არის გამორიცხული, რომ „ახალი პლატფორმა“ სერიოზულ პოლიტიკურ „განაცხადადაც“ ჩამოყალიბდეს:

„პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია ჩვენ დაწყებული გვაქვს, ჩვენ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერებს. თუმცა რა სახეს მიიღებს და რა ფორმას მიიღებს საერთო ჯამში ვნახოთ და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი აქ, ამ გუნდის დგომა გადაიზარდოს პოლიტიკურ გუნდშიც“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე ახლოა „ახალი პლატფორმის“ ხედვებთან არის „ლელო“ და მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG