Accessibility links

ყინწვისის ტაძარში მარმარილოს იატაკს შეცვლიან


ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში სასულიერო პირების მიერ თვითნებურად დაგებულ იატაკს შეცვლიან. გადაწყვეტილება კულტურის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიღებული აქვს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა.

"როგორც ვთქვით, სახელმწიფო არ აპირებდა იმ ფაქტთან შეგუებას, რომ იქ შეცვლილი იატაკის ფენილი დარჩენილიყო ისეთი ფორმით, როგორიც მივიღეთ. საპატრიარქო და ჩვენი სააგენტო თავიდანვე ვიყავით ერთ პოზიციაზე, თუმცა პირველივე ეტაპზე შევხვდით წინააღმდეგობას ეპარქიიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში გქონდა კომუნიკაცია, რომ ადგილობრივი სასულიერო პირები დაგვერწმუნებინა ამ გადაწყვეტილების მართლზომიერებაში", - განუცხადა რადიო თავისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

მისი თქმით, მოიხსნება იატაკის ფენილის ორი ფენა და შესაძლებელია ტაძარში აღდგეს მისთვის შესაბამისი ავთენტური იერსახე.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მარმარილოს ფილების დაგებაზე ინფორმაცია გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოში მაშინვე განაცხადეს, რომ სამუშაოები მათთვის მიუღებელი იყო და დასძენდნენ, რომ მათთან არ შეთანხმებულა. საპატრიარქოში შეუთანხმებლად მსგავსი სამუშაოების ჩატარებას გაუმართლებელი უწოდეს, თუმცა განმარტეს, რომ მანამდე არსებული იატაკი - "სიძველე" (კულტურული მემკვიდრეობა) არ იყო და გასული საუკუნის 70-იანი წლებში გაკეთდა.

ამავე თემაზე: ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG