Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიცია: ინციდენტი, რომლის დროსაც სამი ადამიანი იქნა მოკლული და სამი დაიჭრა, ტერაქტი იყო


დიდი ბრიტანეთის პოლიცია ტერაქტად მიიჩნევს შაბათს ლონდონის დასავლეთით მდებარე ქალაქ რედინგის პარკში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც სამი ადამიანი იქნა მოკლული და სამი დაიჭრა.

ამის შესახებ სააგენტოებმა 21 ივნისს გაავრცელეს ინფორმაცია პოლიციის კონტრტერორიზმის განყოფილებაზე დაყრდნობით. ამასთან, ხელისუფლება მანამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებდა, რომ თავდასხმას კავშირი არ ჰქონდა ტერორიზმთან.

თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც იტყობინებიან, ესაა 25 წლის მამაკაცი, ლიბიელი ლტოლვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, არის თუ არა ის დაკავშირებული რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან. პოლიციის თანახმად, არ მოიპოვება მონაცემები ახალი შესაძლო თავდასხმების შესახებ. პოლიცია ასევე გამორიცხავს თავდასხმის კავშირს რასიზმის წინააღმდეგ მიტინგთან, რომელიც ახლახან გაიმართა რედინგში.

დიდ ბრიტანეთში უკანასკნელ ხანებში რამდენიმე ტერაქტი მოხდა დანის გამოყენებით. რამდენიმე ასეთი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG