Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს


საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჯუმბერ ფსიტიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. რადიო “თავისუფლებას“ ადგილობრივი წყარო ატყობინებს, რომ იგი სოფლის განაპირას ოკუპაციის ხაზის მახლობლად ნახირს მწყემსავდა, რა დროსაც ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და მწყემსი ოკუპაციის ხაზის მიღმა გადაიყვანეს. ჩვენი წყაროს ცნობით, მწყემსი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო საოკუპაციო ძალები საძოვრის მახლობლად, ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებულები. ფსიტიძეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს და ზემო არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. გორის მერის წარმომადგენელმა ახალუბნის თემში, ტარიელ ვათიაშვილმა, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი უკვე დაადასტურა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, როგორც წესი, ჯერ ახლომდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაჰყავთ, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ათავსებენ ხოლმე, საიდანაც ე.წ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG