Accessibility links

დმიტრი პესკოვი: რუსეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები


დმიტრი პესკოვი

თავის მეზობლებთან რუსეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის ლიდერის მიერ ტელეარხ „როსია 1“-ზე გასული ინტერვიუს იმ ნაწილის კომენტირებისას, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო „ტრადიციულად რუსული მიწები“.

„არა, რუსეთის არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები თავის მეზობლებთან“, - განაცხადა პესკოვმა.

ტელეარხ „როსია 1“-ის პროგრამაში „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“, რომელიც ეთერში 21 ივნისს გავიდა, პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო „უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები“.

პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ 2014 წელს, რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო. „ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი“, - განაცხადა პუტინმა.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი ევროკავშირის, აშშ-ისა და მათი მოკავშირეების სანქციების ქვეშ იმყოფება.

საქართველოსთან 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა შეარაღებული გზით მოახდინა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია. ხოლო 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურს და უკანონოს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG