Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა შეხვდა კელი დეგნანს


ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ასევე, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად, საიდანაც ინვესტიციები 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. თურნავა შენიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად, სწორედ, აშშ-დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა.

შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) შეხვედრის USTR-ის ხელმძღვანელის დონეზე ჩატარება უახლოეს მომავალში. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გათვალისწინებული იყო 2020 წლის აპრილში საქართველოში მორიგი მიზნობრივი სავაჭრო მისიის ორგანიზება. ნათია თურნავამ სურვილი გამოთქვა, რომ წელსვე შედგეს მისიის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და დაინტერესებას ჩვენი სტრატეგიული სექტორებით.

XS
SM
MD
LG