Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუა: მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია


გიორგი რურუა, რომელიც იარაღის ტარების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. რურუას პოსტის ავთენტურობა რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ დაუდასტურა.

"მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს... პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც... ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე", - აღნიშნულია რურუას პოსტში.

დღეს, 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში რურუას საქმე გაგრძელდა. მან სხდომაზე თქვა, რომ ისიც და მოსამართლეც ზეწოლის ქვეშ არიან და ის პოლიტიკური პატიმარია. ასე ფიქრობენ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 8 მარტს ხელისუფლებასთან, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი გიორგი რურუას გათავისუფლებაა. ეს ხელშეკრულება ხელმომწერ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასაც ავალდებულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG