Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურთან "საზღვარი" ისევ ჩაიკეტა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ისევ დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან 22 ივნისს, დროებით გახსნილი „საზღვარი“.

დღეს დილიდან ისევ ცარიელია მდინარე ენგურის ხიდი. რადიო თავისუფლებას გალის რაიონში მცხოვრებმა აცნობა, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა ენგურთან მდებარე „საზღვარი“ 24 ივნისს, დღის ბოლოს ჩაკეტეს.

ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, ისევ აპირებს თუ არა დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გახსნას.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი საზღვარი რამდენიმე დღით, ცალმხრივად ორჯერ გახსნა - 26 მაისს და 22 ივნისს. საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროების გამო, მათ შორის სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულები ორკვირიან თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ. აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გახსნილ საველე ჰოსპიტალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG