Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ სამწლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანა რეჟისორ სერებრენნიკოვს


თეატრისა და კინოს რეჟისორი, კირილ სერებრენნიკოვი მოსკოვში, სასამართლოზე მისვლისას, 26 ივნისი, 2020 წელი
თეატრისა და კინოს რეჟისორი, კირილ სერებრენნიკოვი მოსკოვში, სასამართლოზე მისვლისას, 26 ივნისი, 2020 წელი

მოსკოვის სასამართლომ მიტაცებაში დამნაშავედ ცნო თეატრისა და კინოს აღიარებული რეჟისორი, კირილ სერებრენნიკოვი და მას სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

მოსკოის, მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ 26 ივნისს გამოაცხადა განაჩენი და დანაცხადა, რომ აღიარებული რეჟისორის ციხეში მოთავსება საჭირო არ არის, თუმცა აუკრძალა მას კულტურული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება.

სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ასოულობით მოქალაქე მიესალმა განაჩენის შესახებ ცნობას.

ბრალდება მოითხოვდა, რომ რეჟისორისთვის მიესაჯათ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა კოლონიაში მოხდით.

კირილ სერებრენნიკოვს, ალექსეი მალობროდსკის, იური იტინსა და სოფია აპფელბაუმს ასამართლებდნენ „მეშვიდე სტუდიის“ საქმის გამო და მათ ბრალად ედებათ თეატრალურ პროექტ „პლატფორმისთვის“ გამოყოფილი სახსრების მიტაცება.
მოსამართლე ოლესია მენდელეევამ განაჩენის შესავალში თქვა, რომ კირილ სერებრენნიკოვმა, ალექსეი მალობროდსკიმ, იური იტინმა ჩაიდინეს მიტაცება, ხოლო აპფელბაუმს ბრალი ედება დაუდევრობაში, რის გამოც სერებრენნიკოვმა და სხვა ბრალდებულებმა შეძლეს 129 მილიონი რუბლის (1,86 მილიონი დოლარის) მიტაცება და თავიანთი სურვილით გამოყენება.

განაჩენში წერია, რომ სამმა პირმა შექმნა დამნაშავეობრივი ჯგუფი, რათა ჩაედინათ განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა. განაჩენის თანახმად, რეჟისორი ხელმძღვანელობდა ჯგუფს და მან მიიღო ზომები მიტაცების კვალის დასაფარად.

სერებრენნიკოვი და სხვა ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ საქმე შეთითხნილია.

სერებრენნიკოვი მონაწილეობას იღებდა ანტისამთავრობო გამოსვლებში და ხმამაღლა გამოთქვამდა შეშფოთებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მზარდი გავლენის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG