Accessibility links

კობახიძე: საზოგადოება მიჩვეულია, სადაც მარცხდება "ნაციონალური მოძრაობა", იქ იმარჯვებს დემოკრატია


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გამარჯვებაა მათთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება უნდა. კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ პარტიაში ჩანიშნულ ბრიფინგზე თქვა, რომ დღევანდელ დღეს "ერთი დამარცხებული ჰყავს".

"ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება "ნაციონალური მოძრაობა", იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია", - თქვა მან.

დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 120-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და 30-მდე მცირდება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები. მათი მოთხოვნა იყო გათავისუფლებულიყო გიორგი რურუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG