Accessibility links

აეროპორტების გაერთიანება არ ადასტურებს, რომ Wizz Air საქართველოს ტოვებს


საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ Wizz Air საქართველოს ბაზარს ტოვებს. ინფორმაცია მედიასაშუალებებში გუშინ, 30 ივნისს გავრცელდა.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, კომპანია თავის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად გაავრცელებს. ამ ეტაპზე კომპანიის ქართულ წარმომადგენლობასთან დაკავშირება ვერ ხდება.

კომპანიის თვითმფრინავები საქართველოდან რამდენიმე წელია დაფრინავენ. Wizz Air საქართველოდან რეისებს ასრულებდა როგორც ბაზირებული თვითმფრინავებით (ქართული ეკიპაჟი), ასევე, არაბაზირებულით.

Wizz Air-ის თვითმფრინავები პანდემიამდე საქართველოდან 13 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით დაფირნავდა, ახლა არცერთი რეისი არ სრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG