Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სტიკერების გაკვრისთვის აქტივისტები დააჯარიმეს


რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "მშრომელთა სოლიდარობის კავშირის" და თბილისში არსებული საინიციატივო ჯგუფის "კარავი 21"-ის ოთხი წევრი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს, მათ მთავრობის კანცელარიის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს წარწერით "გავიგუდე".

„მშრომელთა სოლიდარობის კავშირის" თანადამფუძნებელმა გიორგი ტყემალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიკერების გაკვრით პროტესტი გამოხატეს იმ გამო, რომ ყოვნდება პარლამენტში მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი გარემოსდაცვითი კანონპროექტების წარდგენა და მიღება.

"კანცელარიასთან სტიკერების გაკვრის შემდეგ, იქვე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს თბილისის მერიის ზედამხედველობის ინსპექცია, რომელმაც შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა ოქმებს ხელი არ მოაწერეს და გამოთქვეს პროტესტი, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ადვილად ჩამოსახსნელი სტიკერების გაკვრით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ფასადს ზიანი არ მისდგომია.

ტყემალაძის თქმით, ჯარიმას გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG