Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნას ითხოვენ


საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნასა და ფრენების დაწყებას მოითხოვენ. მათ მთავრობისთვის ხმის მისაწვდენად აქცია-მსვლელობა გამართეს, ბოლოს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოთხოვნები გააჟღერეს.

"ხაზს ვუსვამთ, საზღვრები უნდა გაიხსნას იმ ქვეყნებთან, სადაც კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სადაც აღარ არის მაღალი რისკი - ევროკავშირის ქვეყნებზე მაქვს საუბარი. ასევე ვითხოვთ რეგულარული ფრენების აღდგენასა და ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას", - თქვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა, ცოტნე ჯაფარიძემ.

ასევე ნახეთ:

საქართველო კოვიდვითარების კუთხით უსაფრთხო ქვეყნადაა გამოცხადებული. ქვეყანამ ტურისტების მიღება რამდენიმე თვეა შეწყვიტა და ტურისტებისთვის ახლა იხსნება. საქართველო 5 ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უპირობოდ უხსნის საზღვრებს. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა კი ქვეყანაში მოსახვედრად 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ საკუთარი ხარჯებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG