Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა კაჭკაჭიშვილს პოსტის წაშლა ბრალდებული მორაგბის დის საქმრომ მოსთხოვა


„გამარჯვებული საქართველოს“ წევრს, მიშა კაჭკაჭიშვილს, ფეისბუკპოსტის წაშლა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის დის საქმრომ მოსთხოვა.

27 წლის რევაზ რევაზიშვილი გამოძიებამ აღნიშნულ საქმეზე 14 ივლისს გამოკითხა. რევაზიშვილი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია. მიშა კაჭკაჭიშვილი მან რამდენიმე წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გაიცნო. თუმცა, როგორც ის გამოკითხვის ოქმში წერს, რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ „მიშა კაჭკაჭიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხარეს გადასულა“.

რევაზ რევაზიშვილი ამბობს, რომ მიშა კაჭკაჭიშვილის პოსტმა ის „ძალიან გააღიზიანა“, რადგან ერთ-ერთი დაკავებული, არჩილ გაგნიძე მისი საცოლის ძმაა:

„პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დავუკავშირდი ტელეფონით. თავიდან ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, ხოლო მას შემდეგ, რაც ვკითხე, თუ რატომ აქვეყნებდა მსგავსი სახის დეზინფორმაციას და ვურჩიე არ აჰყოლოდა ზოგიერთ ტელევიზიაში გასულ ცრუ რეპორტაჟებს, მისმა ტონმა მიიღო აგრესიული სახე, რაც მისი მხრიდან უწმაწური სიტყვების გამოთქმაში გამოიხატა, თუმცა, მე ბუნებით მომთმენი პიროვნება ვარ და არ მიმიქცევია ყურადღება. იმავე დღეს, მე მას ფეისბუქით მოვუბოდიშე“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიშა კაჭკაჭიშვილს შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ დაწერილი პოსტის შემდეგ დაურეკეს და პოსტის წაშლა სთხოვეს, თავად მიშა კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში 25 ივნისს გაავრცელა, თუმცა, მან ზარის ავტორის ვინაობას არ დაასახელა. გამოძიებამ მიშა კაჭკაჭიშვილი ივნისის ბოლოს გამოკითხა.

რაც შეეხება მიშა კაჭკაჭიშვილის პოსტს, 24 ივნისს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინციდენტის ღამეს, თბილისიდან მცხეთაში ორი მანქანით იყვნენ ჩასულები მორაგბეები და ისინი დაკავებულები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG