Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათში წყალი ისევ ჩადის - ამბავს თორიკე ბარათაშვილი ავრცელებს


„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გელათის შესახებ მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ იქ წყალი ისევ ჩადის და მას სახელდახელო გადახურვამ არ უშველა.

ისევ მოვედი, რომ მენახა ჟონავს თუ არა წყალი ტაძარში და აქ კარგად ჩას გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ფაქტი სახეზეა - კედელი სველია, ბათქაში ისევ ჩამოცვენილია“, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის შობის - ტაძრის სახურავი (ტაძარი გასულ წელს მოჭიქული კრამიტით გადაიხურა) შეიცვლება.

მან ისიც დაადასტურა, რომ კრამიტის ნაწილი უხარისხოა, თუმცა, მისი შეფასებით, ტაძრის ფრესკები ამ მიზეზით არ დაზიანებულა.

ტაძრის მომსახურე პერსონალმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონასტრის ცენტრალურ ტაძარში წყალი სახურავის გამოცვლის დროს რამდენჯერმე ჩავიდა, რამაც ჭერი და კედლები დააზიანა და, შესაბამისად, დაზიანდა ფრესკების ნაწილიც.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში მოხვდა, 2017 წელს კი დასრულდა გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ძირითად ნუსხაში დაბრუნების 7-წლიანი პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG