Accessibility links

კახა კალაძე პარლამენტის ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულებას ივლისის ბოლოს ვარაუდობს


თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა, მისი სიტყვებით, სამუშაოები დასასრულისკენ მიდის და ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში რეაბილიტაცია დამთავრებული იქნება.

„პარლამენტის წინ ქვის ფილები განახლდა და გაიწმინდება. გაუბედურებული შადრევნები მთლიანად შეიცვალა, მილებიც რეაბილიტირებულია. ხოლო ის ქვის ფილები, რომლებიც 9 აპრილის მოვლენების ისტორიას ინახავს, შენახულია და ისევ დავაბრუნებთ თავის ადგილას“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მერის განცხადებით, ასეთი იქნება ტერიტორიის ერთი ფრაგმენტი:

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 21 იანვარს დაიწყო.

შემსრულებელი კომპანიის განაცხადების მიხედვით, ხელშეკრულებით, სამუშაოები 60 დღეში, ანუ 21 მარტს უნდა დასრულებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე პარლამენტის წინ საახალწლო ატრაქციონები იდგა, რომელიც საპროტესტო კარვების ნაცვლად განათავსეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG