Accessibility links

„ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია


„ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი

გლდანი - ლევან კობიაშვილი, სპორტსმენი, დეპუტატი

სამგორი - სოზარ სუბარი, პრემიერის მრჩეველი

მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ისანი - კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი

ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის დეპუტატი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

19 ივნისს თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანიდატები დაასახელა ოპოზიციურმა ერთობამაც.

ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" – გლდანი

ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი

შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი

გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი

შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი

ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 - მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი, პროპორციული სისტემით. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 2 ივლისს დაამტკიცა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG