Accessibility links

სასამართლომ დააკმაყოფილა „რესპუბლიკელების“ სარჩელი - პარტია არჩევნებზე რეგისტრირდება


„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და პარტია არჩევნებზე რეგისტრირდება. ამის შესახებ სამნიძემ „ფეისბუკზე" დაწერა.

პარტიამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცესკო-მ მას რეგისტრაციაზე უარი განცხადების ვადის გადაცილებით წარდგენის მიზეზით უთხრა. „არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს“, - ნათქვამია ცესკო-ს განკარგულებაში.

„რესპუბლიკელებმა“ არ გაიზიარეს ცესკო-ს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიმართეს. როგორც მათ განმარტეს, განცხადება ვადის დაცვით წარადგინეს - 14 ივლისს ფოსტით გააგზავნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG