Accessibility links

შსს-სთან დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს


აქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 2020 წლის 22 ივლისი

პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა შსს-სთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია.

„გამოგვიშვეს პირობით, რომ დაბარებისთანავე გამოვცხადდებით სასამართლოში. მართლმსაჯულებას არავინ გაექცევა, თუმცა ჩემი და ჩემი მეგობრების დაკავება უსაფუძვლო იყო. ჩვენ გამოვთქვამდით პროტესტს", - უთხრა მედიას ზვიად კუპრავამ.

პოლიციამ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 პირი 22 ივლისს ღამით დააკავა, მას შემდეგ, რაც შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

მოძრაობების, „სირცხვილია“, „შეცვალე“, „გაბედე“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები ბოლო პერიოდში გარდაცვლილი ახალგაზრდების საქმეთა ობიექტურად გამოძიებას მოითხოვნენ.

22 ივნისს, მაშველებმა მდინარე არაგვში აღმოაჩინეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი. 22 ივლისს, თეთრი წყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი ნახეს 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG