Accessibility links

ბოდბისხევში საკვირაო ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა


აქცია ბოდბისხევში, საკვირაო ბაზრის გახსნის მოთხოვნით. 2 აგვისტო, 2020.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, პანდემიის გამო, მარტის ბოლოს დახურული საკვირაო ბაზრობა ამ დრომდე არ მუშაობს. ამის გასაპროტესტებლად დღეს დილით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

თვითდასაქმებულები, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ობიექტის დახურვის შემდეგ, 700-მდე მოვაჭრემ შემოსავალი დაკარგა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ არ იხსნება ბაზარი, მაშინ როცა მსგავსი საკვირაო ბაზრობები დიდი ხანია მუშაობს ლაგოდეხსა და ყვარელში. აქციაზე არ მისულა არც ბაზრის დირექცია და არც ადგილობრივი ხელისუფლება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბაზრის დირექტორმა მარიკა ოსკანოვამ განაცხადა, რომ ბაზრობებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები და სავალდებულო რეკომენდაციები და მუშაობენ იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა შეძლონ. ოსკანოვა ვარაუდობს, რომ ბაზარი აგვისტოს თვეში გაიხსნება.

საკვირაო ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია ბოდბისხევში ერთი თვის წინაც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG