Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში [უკრაინაში]


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა შეკითხვას მისი შესაძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის შესახებ.

„მე შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ საქართველო აღარ გვექნება. საქართველო, როგორც ქვეყანა, გაქრება. საქართველო, როგორ ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა ივანიშვილს მსოფლიო რადარებიდან. მე ძალიან ნათლად ვარ ყველა მსოფლიო რადარზე და საქართველო აღარ არის მსოფლიო რადარებზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ერთი პიროვნება. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება. ამ არჩევნებზე ივანიშვილს წერტილი უნდა დავუსვათ და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა აღმშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი საუბრობს თანამდებობებზე“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

2015 წელს საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის გიორგი მარტგველაშვილის ბრძანებულებით მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. იუსტიციის სამინისტრომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის უკრაინის მოქალაქე გახდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება არათუ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არამედ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირაც არ შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG