Accessibility links

ბაჩალიაშვილის დედა: ამათ გამოძიებას არ ვენდობი


განახლება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო "ამათ გამოძიებას არ ვენდობი" - ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს", რაც შეიცვალა. დაზუსტდა, რომ თეონა თამაზაშვილი შიმშილობას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე უარს ეტყვიან.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

"ამათ გამოძებას არ ვენდობი... არაფრის არ მჯერა", - ამბობს თამაზაშვილი და განაგრძობს, რომ საგამოძიებო უწყებებს სურთ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია, რადგან თავად არიან გარეულები თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში.

შსს გაუჩინარების წინა დღეებში, თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის მეთოდებს “გუგლში” ეძებდა. უწყებამ, ასევე, გაასაჯაროვა ძებნის ისტორიიდან ამოღებული საძილე პრეპარატების სია.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG