Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეომ პრაღით დაიწყო ტურნე ცენტრალურ ევროპაში


მაიკ პომპეო პრაღის აეროპორტში.
მაიკ პომპეო პრაღის აეროპორტში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 11 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩავიდა. პრაღაში ვიზიტით იწყება მისი ხუთდღიანი ტურნე აღმოსავლეთ ევროპაში. პომპეოს შეხვედრების დღის წესრიგში, სხვათა შორის, იქნება ჩინური 5G ქსელის საკითხიც.

ჩეხეთში პომპეო ორ დღეს დაყოფს, შემდეგ კი გაემგზავრება სლოვენიაში, ავსტრიასა და პოლონეთში.

შეხვედრების მთავარი აქცენტი მიმართული იქნება იქით, რომ ამ ქვეყნებმა უარი თქვან ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ისთან თანამშრომლობაზე. ვაშინგტონი კომპანიას საფრთხედ მიიჩნევს, ვინაიდან ის წამყვან როლს თამაშობს მეხუთე თაობის ინტერნეტში. შეხვედრების ყურადღების ცენტრში იქნება ასევე რუსეთზე ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების საკითხი.

პომპეო პრაღაში შეხვდება თავის ჩეხ კოლეგას, ტომაშ პეტრიჩეკს. მასთან ერთად ის გაემგზავრება პლზენში, სადაც პატივს მიაგებს აშშ-ის ჯარებს, რომლებმაც 1945 წელს გაათავისუფლეს ქალაქი.

12 აგვისტოს სახელმწიფო მდივანი 5G-ის შესახებ გამართავს მოლაპარაკებებს ჩეხეთისა და აშშ-ის ტექნოლოგიურ კომპანიებთან, შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს შეხვდება. ასევე პომპეო სიტყვით გამოვა ჩეხეთის სენატში და მოკლე შეხვედრას გამართავს ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან, რომელიც ჩინეთისადმი სიმპათიებითაა ცნობილი.

13 აგვისტოს პომპეო გაემგზავრება სლოვენიაში, სადაც ის ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებას 5G-ის უსაფრთხოების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG