Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17-მდე გაიზარდა შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგად 17-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. მძიმედ არის დაშავებული სამი ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა.

მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, 23 აგვისტოს, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG