Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 7 პირს დაუდგინდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 7 პირს დაუდგინდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1 469-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდზე, StopCoV.ge-ზე უკვე აისახა.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულებთან ერთად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კორონავირუსისგან 25 პირი განიკურნა და ეს რიცხვი 1 221-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 19 პირი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG