Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუს ოპოზიციონერ პავალ სევიარინეცს ბრალი წაუყენეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობისათვის


პავალ სევიარინეცი
პავალ სევიარინეცი

ბელარუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პავალ სევიარინეცს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში ივნისიდან იმყოფება, პროკურატურამ ბრალად წაუყენა მასობრივ არეულობაში მონაწილეობა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიტიკოსის ცოლმა, ვოლჰა სევიარინეცმა, 31 აგვისტოს, თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ სასამართლომ ორი თვით გაუგრძელა მის მეუღლეს წინასწარი პატიმრობის ვადა.

„მე აღფრთოვანებული ვარ ბელარუსი ხალხის სიბრძნითა და გამძლეობით. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ეკლესია დადგა სიმართლისა და სამართლიანობის მხარეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსი თავისუფალი იქნება“, - პავალ სევიარინეცის ეს მიმართვა მისმა ცოლმა, ოლჰამ ფეისბუკით გაავრცელა.

დაურეგისტრირებელი ორგანიზაცია, ბელარუსის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თანადამფუძნებელი, პავალ სევიარინეცი, ერთ-ერთია იმ ათეულ პოლიტიკოსსა დე აქტივისტს შორის, რომლებიც 8 ივნისს დააპატიმრეს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდამჭერთა ხელმოწერების ორგანიზებისათვის.

ევროკავშირმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG