Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ახალი სტადიონის საზეიმო გახსნაში 490 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება


ბათუმში ახალი სტადიონის საზეიმოდ გასახსნელად აჭარის მთავრობის კომპანია (აჭარის პროექტების მართვის კომპანია) 490 895 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიებისთვის მომსახურებას კომპანია ტენდერის გარეშე შეასრულებს და ამისთვის შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ელოდება. ღონისძიება რამდენიმე დღეში, 12 სექტემბერს არის დაგეგმილი.

"ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ამასთან გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და ასევე 6 000-მდე მაყურებელი, რომლის ტრანსლირება განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელევიზიების საშუალებით. ასევე სტადიონის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას", - ასე ხსნის ღონისძიების გამართვის აუცილებლობას აჭარის მთავრობის კომპანია.

ხელშეკრულება, როგორც ინვიოსიდან ირკვევა, შპს სტუდია 1,2,3-თან დაიდება. კომპანიის მფლობელი თამარ ფოცხიშვილია, რომლის დაც, ბასა ფოცხიშვილი, ამავე ღონისძიების რეჟისორი უნდა იყოს.

ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე გათვლილი უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონია. მისი მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG