Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახმა წერილი მიიღო ორთვიანი ლოდინის შემდეგ


დღეს საოკუპაციო ძალების მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახმა ცხინვალის იზოლატორში დაწერილი წერილი მიიღო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა 8 სექტემბერს იზოლატორში მოინახულეს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე.

„როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე. უთხარი მამიკოს უყვარხართქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან. ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მომირჩება ალბათ და გავივლი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება...“ - წერია ზაზა გახელაძის 8 სექტემბერს დაწერილ წერილში.

საერთაშორისო ორგანიზაციამ ორთვიანი მცდელობის შემდეგ ზაზა გახელაძე ცხინვალში პირველად მოინახულა. მას ივლისში, ოჯახის ორი წერილი გადასცა და მისგან საპასუხო წერილიც წამოიღო.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG