Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლის გაგრძელების ნებართვა ამჟამად 820 სკოლას აქვს


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, დადგენილი რეგულაციების ფარგლებში 820 სკოლას მიენიჭა 15 სექტემბერს სწავლის განახლების უფლებამოსილება.

„კერძო სკოლებში ინდივიდუალური ნებართვის საფუძველზე განახლდა სასწავლო პროცესი. 15 სექტემბრამდე ყველა ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება შემოწმდება. ის ვინც დახარვეზდა და პირველადი შემოწმებით არ მიეცათ დადებით დასკვნა, რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებ გვერდზე და მათი ინსპექტირება განმეორებით ხდება“,- განაცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მას არ დაუკონკრეტებია რა კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ მიიღო სკოლების ნაწილმა ნებართვა.

საქართველოში დაახლოებით 2300 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. სწავლა თითოეულ მათგანში, 15 სექტემბერს განახლება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დადებითი დასკვის საფუძველზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

ასევე ნახეთ: 15 აგვისტოდან აჭარაში ნამყოფ პედაგოგებს პრემიერი შინ დარჩენას ურჩევს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG