Accessibility links

ნაყოფიას თქმით, ზუგდიდში ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი სავარაუდოდ იქნება გიული ალასანია


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ 15 სექტემბერს პარტია წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატებს. როგორც ნაყოფია აღნიშნავს, ზუგდიდში მაჟორიტარი კანდიდატი, სავარაუდოდ, იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი გიული ალასანია.

2019 წელს ზუგდიდის მერის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ცოლმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სანდრა რულოვსმა მიიღო ხმების 42.83%.

7 სექტემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 31 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG