Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში კვლავ გაიმართა ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერი აქცია


12 სექტემბერს ხაბაროვსკში გაიმართა მორიგი აქცია ექსგუბერნატორ სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 2000 კაცი.

ხელისუფლებამ კი 700 კაცი დათვალა.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ისინი მოითხოვენ ფურგალის სამართლიან სასამართლოს ჩატარებას რეგიონში, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.

შაბათის აქცია არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან. ქალაქში მსვლელობის დროს, დემონსტრანტებმა გადაკეტეს საავტომობილო მოძრაობა, მაგრამ არავინ დაუკავებიათ.

ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.

2 სექტემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი ფურგალს ოფიციალურად წაუყენა ბრალი 2004 წელს ხაბაროვსკელი ბიზნესმენის, ევგენი ზორიას მკვლელობაში.

ფურგალი ბრალდებას უარყოფს და 16 წლის შემდეგ დევნას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG