Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უწყებებში მრჩევლად, სავარაუდოდ, "ოდეერებს" ნიშნავენ - IDFI


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებში მრჩევლებად, რიგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, "ოდეერები" ინიშნებიან. საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კვლევა ორგანიზაციამ დღეს, 15 სექტემბერს გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელების მიერ მრჩევლებად "ოდეერების" დანიშვნაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ამ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანების სამუშაო გამოცდილებაზე არსებული მონაცემები შეისწავლეს. IDFI ამ უწყებებისა და საეჭვო პირების ჩამონათვალს არ ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ე.წ. ოდეერების დანიშვნაზე საუბრობენ. ასე იყო წლების წინაც, როცა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კომუნიკაციების კომისიაში ზაზა მაზანაშვილის ამ თანამდებობაზე მუშაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG