Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნებას“ - 36%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 15% — IRI-ის კვლევა


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 36% (რომელიც აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას) მმართველი პარტიას „ქართული ოცნება“ მისცემდა ხმას.

17 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მოსახლეობის 4%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.

  • „ქართული ოცნება“ – 36%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%;
  • „ევროპული საქართველო“ – 4%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
  • „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%;
  • სხვა - 2%;
  • არც ერთი - 3%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 23%.

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 75 პროცენტი.

XS
SM
MD
LG